საზოგადოება

სვანეთში დამატებით 90-მდე მეხანძრე მიავლინეს, ადგილობრივები ვერტმფერენს ითხოვენ

19.11.19 11:45


სვანეთში, სადაც ტყეში 17 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, დღეს დილიდან 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო სალიკვიდაციო სამუშაოებში, თუმცა ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ვერტმფრენის ჩართვაა საჭირო.

ინფორმაციას დამატებითი ძალების მივლინების შესახებ საგანგებო სიტუეციების სამსახური ავრცელებს.

“ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ მოკლე ცნობაში.

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყეში ხანძარი 17 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძარი საუკუნოვან წიწვოვან და ფოთლოვან ტყეს ანადგურებს.

ადგილობრივები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასრაფოდ ვერტფრენების ჩართვას ითხოვენ, რადგანაც მათი თქმით, ადგილამდე, სადაც ხანძარია სახანძრო მანქანები ვერ აღწევს უგზოობის გამო და არ წყალია.

“მიუვალი ტყეა, სამანქანო გზა არ მიდის და ერთადერთი გზა ვერმფრენებია, რომელიც არ ვიცით, როდის იქნება. 100 ჰექტარზეა გავრცელებული ხანძარი და მხოლოდ მეხანძრეები ვერაფერს იზამენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ადგილობრივმა დათო ნავერიანმა 19 ნოემბერს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები