საზოგადოება

ქართული ღვინო საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზებ წარადგინეს

19.11.19 12:40


საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი "Salon Savim Automne" გაიმართა.

ფესტივალი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "LE PONT CAUCASIEN“-ის ორგანიზებით იმართება და საქართველოდან ღვინის 12 მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

"Salon Savim Automne", თავისი 30 წლიანი ისტორიით, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ფესტივალს სტუმრობენ როგორც ღვინის იმპორტიორები და კომერციული პირები, ასევე ღვინის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

აღსაღნიშნავია, რომ საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში მზარდია.

"Salon Savim Automne"-ზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები