საზოგადოება

ოთხშვილიან ოჯახს, რომელსაც დიღომში სახლიდან მევახშის მოთხოვნით ასახლებენ, მერია დაეხმარება

19.11.19 14:20


ოჯახს, რომელიც დიღმის მასივში სახლიდან კერძო მევახშის მოთხოვნით გაჰყავთ, მერია მაქსიმალურად დაეხმარება – ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსშია პირადად კახი კალაძე, რომლის მითითებით საქმეში ჩართულია დიდუბის გამგეობა. გამგებელი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას კერძო მევახშესთან აღსრულების პროცესის გადასავადებლად, თუმცა იპოთეკარმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს ქირით სხვა ფართში გადაიყვანენ. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ოჯახი არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით​ დაზარალებული, მერიამ უკვე გასცა წერილობითი შუამდგომლობა მათი დროული დაკმაყოფილების შესახებ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები