პოლიტიკა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი შედგა

17.05.16 17:25


2016 წლის 16 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, დევიდ ლიდინგტონს, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რიჩარდ ლინდსისა, და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს, მაიკლ თეთემს.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უწყებათაშორისმა დელეგაციამ ბრიტანულ მხარეს გააცნო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, ნატო-საქართველოს „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განხორციელების პროცესი და განიხილა ნატო-ს ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამიტზე საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვისათვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიტანულ მხარეს გააცნო რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. შეხვედრებზე დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის წარმატების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევის თვალსაზრისით.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონსუასა, და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, ბარონესა ანელეის, შორის.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები