პოლიტიკა

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

19.11.19 15:20


„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაში ტოვებს საკუთარ მოთხოვნებს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს მთავრობა და არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართოს.

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები