მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის მოლოდინშია

19.11.19 16:00


სომხეთის თავდაცვის უწყებაში, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გათავისუფლებები და ხელახალი დანიშვნები დაიწყო.

სომხური გაზეთ "ჟოღოვურდის" ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე მთიანი ყარაბაღის რეგიონის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, კარენ აბრამიანმა.

ცვლილებების მიხედვით, გენერალური შტაბის უფროსს მხოლოდ ერთი მოადგილე ეყოლება. გენშტაბის უფროსის მოადგილე ონიკ გასპარიანი სისტემაში დარჩება და სავარაუდოდ სწორედ იგი შეცვლის არტაკ დავთიანს ხელმძღვანელ თანამდებობაზე. სხვა დანარჩენი მოადგილეების - ანდრანიკ მაკარიანის, სტეფან გალსტიანის და ტირან ხაჩატრიანის მომავალი ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ, არტაკ დავთიანი მთავარი სამხედრო ინსპექტორის თანამდებობას დაიაკვებს მოვსეს აკოფიანის ნაცვლად.

არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომ მოვსეს აკოფიანი სხვა პოსტზე დაინიშნება, მაგრამ შესაძლოა მისი ადგილი საერთოდ არ მოიძებნოს რეორგანიზებულ სამხედრო ინსპექციაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები