ეკონომიკა
19.11.19 16:20
თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ექსპორტის მიმდინარე დინამიკა.
“თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.
ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით – ეს ყველაფერი ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას”, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
2019 წლის ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობამ 316.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბერში იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა და 847.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
შესაბამისად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 32.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 531.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს – ექსპორტი 10.4 %-ით გაიზარდა და 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 3.1 %-ით ნაკლებია და 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 517.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 295.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა – წინა წელთან შედარებით ის 5.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებში – საქართველოს ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და 685.2 მლნ. აშშ. დოლარი, ანუ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (24.7%), მსუბუქი ავტომობილების (65.4%), მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს ამავე პერიოდში – გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (47.1%), მსუბუქი ავტომობილების (5.1%), ნავთობის აირების (9.8%) და მედიკამენტების (7.0%) იმპორტი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24