პოლიტიკა

ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

19.11.19 17:40


ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩრ. რაინი-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, სადაც შეხვედრა გამართა ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტთან, ანდრე კუპერთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, პარლამენტის პრეზიდენტმა კუპერმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს საქართველოს დელეგაციას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები