პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს და ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

20.11.19 10:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც დღეს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, ასევე არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და ყურადღება გამახვილდება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე დიალოგს, რაც თავის მხრივ აახლოებს ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევასთან”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები