პოლიტიკა

კახა კალაძე ვაჟა გაფრინდაშვილზე: რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს, ექიმი ხელშეუხებელია

20.11.19 11:45


დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი ხელშეუხებელია, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა შესაბამისი სამსახური, უწყება ყველაფერს აკეთებს.

„ყველას ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. შესაბამისად მინდა ასევე გითხრათ, რომ ყველა სამსახური, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი გათავისუფლება.

თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება კარგად გრძნობს თავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს კი მას წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში საოკუპაციო ძალებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ექიმი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები