პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით

20.11.19 13:20


იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა.

შეხვედრაზე განიხილეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს.

“ჩვენ ასევე განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით,” – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ და ადგილზე დაძაბულობის განმუხტვისა და შექმნილი ვითარების გადაჭრისათვის აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები