პოლიტიკა

კახა კალაძე - აქციების ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა

20.11.19 14:00


აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ რომელიმე უწყების ბლოკირება მოხდება, შესაბამისი სამსახურებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. მთავარია, ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს.

ვერავინ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, თუ იქნება ბლოკირება, შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები