პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია: ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები

20.11.19 14:40


უმრავლესობის წევრის ცინიკური კომენტარი 18 ნოემბრის დარბევაზე - ნუკრი ქანთარიამ თემის შეფასებისას განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის პიკეტირება მაღალი სტანდარტით დაშალეს.

"თქვენ ნახეთ, რომ, ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები, იმდენად სუფთად და მაღალი სტანდარტით იყო ამ შემთხვევაში",- უთხრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჟურნალისტებს.

ქანთარიამ აღნიშნა, რომ მომიტინგეებს პარლამენტის პიკეტირება ისევ არ გამოუვათ:

"მათ ახლა მოინდომონ პარლამენტის ბლოკირება, რომ სესიები არ ჩატარდეს და შეფერხდეს მუშაობა და განსაკუთრებით ვამბობ, რომ ბიუჯეტის მიღება სერიოზული რამეა. ეს უნდათ, რომ ამ სიბრტყეში გადაიტანონ... ეს ვერ გამოვა. რამდენად არიან ისინი მზად, აი, ამ ძიძგილაობისთვის ერთმანეთთან ჭყლეტისთვის, ეს სხვა რამეა".

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ფართომასშტაბიან აქციას 25 ნოემბერს გამართავს.

მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები