მსოფლიო

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნება

17.08.16 20:40


მსოფლიოს ყველაზე გრძელ შუშის ხიდზე გადასვლა, რომელიც ჩინეთში, ჩჟანცზიაცზეს ეროვნულ პარკში ააშენეს, 20 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.

ბოლო მონაცემებით, ხიდის სიგრძე 430 მეტრია, სიგანე — ექვსი მეტრი. ხიდი დედამიწიდან 300 მეტრ სიმაღლეზეა. ის ერთდროულად 800 მნახველს გაუძლებს.

მმართველმა კომპანიამ განაცხადა, რომ ხიდის მნახველთა რაოდენობა დღეში 8 ათასით შემოიფარგლება. რეკორდულ ხიდზე გასეირნების მსურველებმა ხიდის ნახვა ერთი დღით ადრე უნდა დაჯავშნონ.

ჩჟანცზიაცზეს ეროვნული პარკი მნახველებს თავისი საოცარი ბუნების ხედებით იზიდავს, რომლებიც ნაჩვენები იყო ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს კემერონის „ავატარში“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები