პოლიტიკა

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

20.11.19 17:40


თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას აქტიურად ვაგრძელებთ. აღნიშნულ დასახლებაში 160 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გასულ წლებში, გამგეობის დაკვეთით, აქ სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და საბავშვო გასართობი ატრაქციონიც მოეწყო, ახლა კი მთლიან ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 210 000 ლარი გამოყო.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები