საზოგადოება
21.11.19 10:15
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრების ლიკვიდირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხევრალისა და ცხუმარის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში გვქონდა ხანძრის 7კერა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან გარკვეული მცირე ჯგუფები, რომლებიც ღამის განმავლობაში განახორციელებენ მონიტორინგს. საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდათ ბიჭებს მუშაობა. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო,“ – განაცხადა იოსებ ჭელიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერების ლიკვიდაცია უსწრაფესად შეძლეს.
„მესტიის რაიონში ჩამოსული იყო 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რომლებმაც მართლაც მიუდგომელ ადგილებში, სადაც უბრალოდ მისვლა და ფეხით დადგომაც ჭირდა, შეუძლებელი შეძლეს და ძალიან ჩქარა – ორი დღის განმავლობაში მოახდინეს ხანძრის კერების ლიკვიდაცია,“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლიკვიდირებულია.
სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
ასევე, ლიკვიდირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან გაჩენილი ტყის ქვედა საფარის ხანძარი. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 18 მეხანძრე-მაშველი.
რაც შეეხება ხანძრის დანარჩენ კერებს: ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 35-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 45-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 13 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია” , – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0011.12.19
-
სალომე ზურაბიშვილი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება
11:4511.12.19
-
11:3011.12.19
-
ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა საბჭო ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს
11:1511.12.19
-
სასკოლო არდადეგების 2019-2020 წლის სრული გრაფიკი
11:0011.12.19
-
10:4511.12.19
-
ჯარისკაცები, პოლიციელები, მასწავლებლები – ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასები 2020 წელს
10:3011.12.19
-
სალომე ზურაბიშვილი: რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით
10:1511.12.19
-
მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს: მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს
10:0011.12.19
-
დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა
18:0010.12.19
-
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
17:4010.12.19
-
ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა
17:2010.12.19
-
17:0010.12.19
-
ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა
16:4010.12.19
-
16:2010.12.19
-
16:0010.12.19
-
ანდრიუს კუბილიუსი: მმართველი პარტიიდან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან
15:4010.12.19
-
ივანე მაჭავარიანი - 2020 წელს მილიონზე მეტ ჩვენ მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან
15:2010.12.19
-
თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები 100 ლარით გაიზრდება
15:0010.12.19
-
სოფიო კილაძე: ძალადობა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მის საგარეო იმიჯს აზიანებს
14:4010.12.19
-
ევროპის საბჭოს პროექტების მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევრო ნებაყოფლობით შეიტანა
14:2010.12.19
-
მაია ცქიტიშვილი - რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა
14:0010.12.19
-
ირაკლი ქარსელაძე: 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
13:4010.12.19
-
მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი ისესხა
13:2010.12.19
-
ქალის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში კაცი დააკავეს
13:0010.12.19
-
10 დეკემბერი მეგზევეების პროფესიული დღეა
12:4010.12.19
-
12:2010.12.19
-
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ
12:0010.12.19
-
აშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი შეათანხმა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
11:4510.12.19
-
ზურაბ პატარიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული პროექტი აკავშირებთ
11:3010.12.19
-
აბაშიძე რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნაზე: ასეთი ცენტრი არ იხსნება
11:1510.12.19
-
11:0010.12.19
-
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დიასპორის საკითხებზე პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
10:4510.12.19
-
რუსმა სამხედროებმა კასპთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
10:3010.12.19
-
ნაცისტი ზატულინი იცავს ნაცისტ ნჟდეს, თავს იჩენს სომეხი ნაციონალისტების წინაშე
10:1510.12.19
-
ნინო ბურჯანაძე - ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება
10:0010.12.19