პოლიტიკა

პრემიერი ეროვნულ ბანკს ავალებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

21.11.19 12:10


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"დღეს ყველას კარგად გვესმის, ჩვენ, ყველამ ერთად, კოორდინირებულად ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა, ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა.

რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადაგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია",- განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები