პოლიტიკა

წულუკიანის თქმით, კარგია, რომ პროპორციული მოდელი ჩავარდა

21.11.19 13:30


იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანის თქმით, ის მიესალმება, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმა ჩააგდო. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ისინი [ოპოზიცია] არიან იმედგაცრუებულები, მე პირიქით ვარ საპირისპირო აზრზე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი ვრჩები იმ აზრზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს. პრობლემების მომგვარებელი უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა იქნეს შენარჩნებული. შესაბამისად, ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში, არის გარანტი, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად თქვენ მიიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი. ქვეყანაში იქნება სტაბილურობა”, – განაცხადა წულუკიანმა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები