პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

21.11.19 15:10


"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული გედევან ფოფხაძე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტიც დატოვა. მიზეზად ფპფხაძე „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ დევნას ასახელებს.

„უკვე მეორე თვეა კომიტეტის აპარატი მე მაჯარიმებს კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო, რაც მიმაჩნია, რომ არის რეგლამენტის დისკრიმინაციული მუხლის შედეგი. გარდა ამისა, ვაფიქსირებ, რომ ეს მიმაჩნია ჩემ პოლიტიკური დევნის ფორმად „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ შეუძლებლად ვთვლი კომიტეტის მუშაობაში შემდგომი მონაწილეობა მივიღო. მე აუცილებლად მივმართავ ბიუროს და ოფიციალურად დავტოვებ კომიტეტს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, თქვენი პოლიტიკური ძალა არის ყოვლად სულმდაბალი და მორალისგან დაცლილი“, - განაცხადა ფოფხაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები