საზოგადოება

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა

21.11.19 16:10


შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრებენ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებს შეაფასებენ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები