ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9781 ლარი გახდა

21.11.19 17:45


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9781 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3000 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2956 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები