პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

21.11.19 18:00


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიესალმა საქართველოში ესტონეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გაღრმავებას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ესტონეთის განვითარების დახმარების ფარგლებში მიმდინარე პროექტებს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის მხარეს წლების განმავლობაში “განვითარების დახმარების” ფარგლებში გაწეული დახმარებისა და ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის, რასაც ქართული მხარე დიდად აფასებს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ესტონეთის მხარეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებულ სიახლეები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებულ რეფორმებზე და საქართველოს დღის წესრიგზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის დინამიკის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები