პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრა დასრულდა

22.11.19 10:00


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში, პარტიის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრა დასრულდა.

პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირის 15-მდე ქვეყნის ელჩს შეხვდა.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს ეხებოდა.

შეხვედრის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობამ „შეცვალე“ საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა- შემოხლა მოხდა, რის შედეგად აქციის 3 მონაწილე დააკავეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები