პოლიტიკა
22.11.19 11:00
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე გამართული კონფერენციის ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილმა ღონისძიებაში მონაწილე წევრებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს მადლობა მოვახსენო ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს გადაწყვეტილებისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდეს საქართველოში.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური საშუალებების მეშვეობით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არის დამკვიდრებული: სხვადასხვა სამინისტროში, პრემიერ-მინისტრის აპარატში. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ უკვე დავნერგეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმი. გარდა ამისა, ჩვენ დავნერგეთ ეფექტური კოორდინირების მექანიზმი პრემიერ-მინისტრის აპარატში. იმედი მაქვს, რომ თქვენ გექნებათ უამრავი შესაძლებლობა, რათა გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და დააგემოვნოთ ქართული ღვინო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და კონფერენციაში მონაწილე წევრებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას დეზინფორმაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციების თემებზე მომუშავე ექსპერტები, დიპლომატები, სამოქალაქო და მედიასექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24