პოლიტიკა
22.11.19 11:15
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრები, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR), ეუთოს (OSCE) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.
როგორც ეთიკის საბჭოს წევრებმა განაცხადეს შეხვედრების მიზანი იყო საპარლამენტო ეთიკის საბჭოს მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭოს წარმატებული ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მათივე ინფორმაციით, ეთიკის კოდექსის აღსრულების მონიტორინგის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით ღია მმართველობის პარტნიორობის – OGP -ის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელს პოლ მაასენს, საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირთან, EU Integrity პროგრამის ადვოკატირების უფროსს ნიკოლას აიოსას და EU Integrity პროგრამის პოლიტიკის ოფიცერს ვიტორ ტეიქსირას შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები ეთიკის კოდექსით რეგულირებული საკითხების – სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის რეგულაციების გაზიარების მიზნით ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს: ადამიანის უფლებათა განყოფილების პოლიტიკის ოფიცერს პაოლო სალვიას, საქართველოს თემებზე მომუშავე გუნდის წარმომადგენლებს იზაბელა ტორტას და სოფი ვან ბერგნერს და სიძულვილის ენის საკითხებზე მომუშავე თანამშრომელს იოჰანეს ბოერმანს შეხვდნენ.
ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროაპრალემნტის წევრების ქცევის/ეთიკის საკონსულტაციო კომიტეტის წევრთან ჰაიდი ჰაუტალასთან.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტის წევრთან და მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში მაიკლ ვაისთან და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარესთან ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (PAC) მარინა კალიურანდთან და სვენ მიკსერთან, საქართველოს საკითხებზე მომხსენებლი საგარეო საქმეთა კომიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გამჭვირვალობის სამსახურის, დოკუმენტებზე საჯარო ხელმისაწვდომობის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს ჯერები ბენტლის, ადმინისტრაციული სამსახურის ევროპარლამენტის წევრების ქცევის/ეთიკის კოდექსის გენერალურ დირექტორიატის წარმომადგენელს ბარბარა ტოშეგს, გამჭვირვალობის სამსახურის, ინტერესთა გამჭვირვალობის რეესტრის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენელს მარი თილთს და ევროპის ომბუცმენის ოფისის გენერალურ მდივანს კესირა დანიელოს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ირინა ფრუიძე, ნინო წილოსანი, ოთარ კახიძე, ემზარ კვიციანი და ეკა ბესელიას შემადგენლობით მონაწილეობდა.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი ქეთევან ფირანიშვილი, OSCE/ODIHR – ის წარმომადგენელი იაკობო ლეონე და – ODIHR -ის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსი მარჩინ ვალეცკი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, NDI საქართველოს ოფისის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი ირინა რეხვიაშვილი და NDI საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ანა ამირანაშვილი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24