პოლიტიკა
22.11.19 12:00
დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ „უკეთესი ქვეყნისთვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ აქცია გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ბექა ნაცვლიშვილი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ შეასრულა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს გახდებოდა ფართომასშტაბიანი პროტესტისა და პოლიტიკის ცვლილების საფუძველი.
ასე ცვლილება ვერ მოხდება. პირველი, ხალხი დგას ძირეული პრობლემები წინაშე: სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, უმუშევრობა, მიზერული ანაზღაურება, ადამიანების ექსპლუატაცია სამუშაო ადგილზე, ჩავარდნილი საპენსიო რეფორმა, უსახლკარობა, მიგრაცია, დაბინძურებული გარემო, ჯანდაცვა და მედიკამენტების ფასები, უხარისხო განათლება, საბანკო ვალები, აზარტული თამაშები, კაზინოებზე დაფუძნებული კოლონიალური ეკონომიკა და აქედან გამოწვეული უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა.
მეორე, დღეს ორი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება („ნაციონალური მოძრაობა“ მისი განშტოებებით და „ქართული ოცნება“) ერთმანეთთან ძალაუფლებისთვის ბრძოლით კვებავს ერთურთს, პირველი რევანშიზმით შეპყრობილი, მეორე კი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული. ამიტომ, ორივე არა ხალხს, არამედ მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკება. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის შესაძლებლობა გაირღვეს ეს ჩაკეტილი წრე, დასრულდეს ორ პოლუსიანი პოლიტიკა და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიეცეთ შესაძლებლობა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობისა.
მაგრამ ისიც ცხადია, რომ დღევანდელი პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა მცირეა. ხალხს არ აქვს იმედი, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ, რაც მათ აწუხებთ. დიდი ხანია, პოლიტიკა ელიტებს შორის რესურსებისა და ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლად გადაიქცა და ამას ყველა კარგად ხედავს.
მესამე, იმ ძირითადი მოთამაშეების უკან, დღეს ვინც პოლიტიკაშია ან პოლიტიკაში მოდის, არა მშრომელები, უბრალო ადამიანები, არამედ სავახშო და სხვა მსხვილი კაპიტალი დგას, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ მიმართ ნდობას. ამის დასტურია მოძრაობა „ლელოც“.
მეოთხე, იქ სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ და არ დადგება, რაც არ უნდა დიდი იყოს „ქართული ოცნების“ მიერ იმედგაცრუება. ამიტომ, თუ გვინდა ცვლილება, „ჯერ არჩევნები და მერე ვნახოთ“ აღარ გამოვა. ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაფიოდ უნდა თქვას რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები, უბრალოდ საპარლამენტო მანდატებისთვის, თუ რეალური ცვლილებებისთვის.
საზოგადოებას სჭირდება თუ გინდ განსხვავებული, მაგრამ მკაფიო პასუხები და ხედვები კონკრეტული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.
პარტიების ერთმანეთთან უშინაარსო კინკლაობა ვინ პრორუსულია და ვინ პროდასავლური, ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. არჩევნები, გინდაც პროპორციული, არაფერს ნიშნავს, თუ მას არ მოაქვს ის ცვლილებები რაც ჩვენ გვჭირდება. პროპორციული არჩევნები კარგია იმ მხრივ, რომ ორგანიზების მოტივაციას ზრდის იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გამო, აქამდე აზრს ვერ ხედავდნენ პოლიტიკაში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობისა. ამიტომ, ეს არის შანსი მათთვის, შემოგვთავაზონ უკეთესი პოლიტიკური პროგრამა და გამარჯვების შემთხვევაში, სანამ არიან ხელისუფლებაში, იბრძოლონ ამ პროგრამის განხორციელებისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისტორიის გამეორება, როცა ძველ ხელისუფლებას ზარზეიმით ვისტუმრებდით, იმ იმედით, რომ შემდგომი იქნებოდა უკეთესი. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმედი არ არის საკმარისი. ჩვენ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ რას გააკეთებს შემდეგი. არ უნდა დავუტოვოთ სხვას შანსი ჩვენი იმედგაცრუებისა.
ამიტომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ბრძოლა და მოვითხოვოთ არა მხოლოდ პროპორციული არჩევნები, არამედ იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც ყველა მთავრობას უპასუხისმგებლოდ ერთად უგროვებია. უნდა გავერთიანდეთ ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკური ელიტების უშინაარსო კინკლაობა ყელში ამოუვიდა. თუ ჩვენ ამ ბრძოლას დავუთმობთ მათ, ვისაც სჭირდება სასწრაფო წესით პროპორციული არჩევნები მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენს ხარჯზე მოირგონ სახელმწიფო აპარატი პირადი სიმდიდრისა და გავლენის დასაგროვებლად – ასეც მოხდება.
ამიტომ დღესვე უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი სამუშაო პირობებისთვის, უკეთესი ანაზღაურებისთვის, უკეთესი ეკონომიკისთვის, უკეთესი განათლებისთვის, უკეთესი ჯანდაცვისთვის, უკეთესი ეკოლოგიური გარემოსთვის – ახალი სოციალური წესრიგისთვის. პროპორციული საარჩევნო სისტემა შესაძლებლობაა და არა მიზანი. თუ ადამიანებს ახლავე არ ეცოდინებათ, რა არის საბოლოო მიზანი, ისინი არ იბრძოლებენ.
ამიტომ, ჩვენ დღესვე უნდა დავანახოთ ყველას, თუ რას ემსახურება ჩვენი ბრძოლა. თუ ითხოვ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, ნუ მოხვალ. ხოლო თუ ითხოვ პროპორციულ არჩევნებს უკეთესი ქვეყნისთვის, შემოგვიერთდი“,- აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24