პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან

03.12.19 17:40


ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან – ძალაშია.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ლონდონში ნატო-ს კონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგი ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს და ამბობს, რომ ნატო ფოკუსირებულია საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წავიდნენ.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ სამიტს პირადად ვესწრებოდი.

ბუქარესტში დადებული პირობა ძალაშია. ამავე დროს ჩვენ არ ვსაზღვრავთ ზუსტ დროს. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ წინ წავიდნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის გაატარონ რეფორმები, მოახდინონ უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ გვაქვს ტრენინგ ცენტრი, თბილისის შემოგარენში. ჩავატარეთ მასშტაბური წვრთნები. გვაქვს ძალიან ახლო პოლიტიკური კონტაქტები. მე არცთუ დიდი ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში, ასევე, იქ იმყოფებოდნენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები. ჩვენ ჩავედით უკრაინაშიც. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან, ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას ნატო-სთან დაახლოებაში და ამას თანამშრომლობის გზით ვაკეთებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. ეს, ასევე, კარგია ნატო-სთვის, რადგან საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში, მაგალითად ავღანეთში“ ,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები