საზოგადოება
04.12.19 14:20
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ქალაქში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ განთავსება და ახალი სანათების დამონტაჟება მოხდება, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ შეუშლის.
“კახეთის გზატკეცილზე ასევე, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები, ბოლოს კი საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად სახეშეცვლილი იქნება თავისი საგზაო ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობის სამუშაოებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების ნაწილი 8 დეკემბრისთვის დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.
“ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც 7 დეკემბრისთვის დასრულდება. 8 დეკემბრიდან უკვე კავსაძის ქუჩის მონაკვეთამდე, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. ჩვენ აქ დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს, რადგან ახალი წელი მოდის, ქალაქი საკმაოდ დატვირთული იქნება და არ გვინდა, ჩვენი მუშაობით დედაქალაქი შევზღუდოთ. სამუშაოების წარმოება 8 იანვრამდე შეჩერდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე დროებითი შუქნიშნები განთავსდება, ასევე, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 8 იანვარს გავაგრძელებთ იმ დარჩენილ მონაკვეთზე, რომელიც ვაკის პარკამდე გრძელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და თავისი კეთილმოწყობის სამუშაოებით, გამწვანებით, ახალი ელექტროგადამცემი ბოძებით, ავტობუსების ზოლების მოწყობით ძალიან ეფექტური პროექტი გამოვა. ასევე, ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების მიწის ქვეშ განთავსება მოხდება. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვინდა, სხვა რაიონებსა და ქუჩებშიც გადავიტანოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოებზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვედა ფენებში დაახლოებით, 15-20 დეკემბრისთვის დასრულდება.
“ავტომობილებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულ ქუჩებზეც პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები. ეს არის განათების ბოძების დამონტაჟება, ველობილიკების, ტროტუარისა და ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სრულად მომავალი წლისთვის დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24