ეკონომიკა

საქსტატი: საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 129.5 ლარით გაიზარდა

04.12.19 15:40


საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 129.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 979.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი,

• საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი,

• მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი

საანგარიში პერიოდში საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 2 632.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტია.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები