საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია - პერფორმანსი მიმდინარეობს

05.12.19 16:20


შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და „გაბედეს“ აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქცია - პერფორმანსი მიმდინარეობს.

"დაგვიცავი", "ვაჟა, კახა და ლევანი", "გაკვირდები", "ვაჟა გადმოდი მანქანიდან", "მოძალადესთან ნუ გაიგივდები" - ამ შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი აქტივისტებს.

„დღევანდელი ჩვენი აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ უკანონო ქმედებები, რომელსაც პოლიცია პერმანენტულად ახორციელებს ჩვენს მიმართ. იმის მაგივრად, რომ იბრძოლონ „ტიტუშკების“ დასაკავებლად, ფიზიკურად გვესხმიან თავს, ნებისმიერი აქციიდან ჩვენ გვაკავებენ. რაც შეეხება ჩემს ბანერს „ვაჯა გადმოდი მანქანიდან“ ეს გულისხმობს იმას, რომ მაშინ როდესაც ჩვენ სპეცრაზმი გვარბევდა ბატონი ვაჟა სირაძე იჯდა მანქანაში, არანაირი რეაგირება არ ჰქონია. როცა თანამდებობა გაქვს ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს შენი მოქალაქეების წინაშე", - ამბობს მოძრაობა "გაბედეს" ერთ-ერთი აქტივისტი.

შსს-სთან, "სირცხვილიას" და "გაბედეს" აქციების პარლალეურად "20-30"-ის კონტრაქცია მიმდინარეობს. ამ ორგანიზაციის წევრები "სირცხვილიას" და "გაბედეს" პროტესტს არ ეთანხმებიან. კონტრაქციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიცია სათანადოდ მუშაობს და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები