მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი - საქართველოს მხრიდან აგრესიაზე საპასუხო ქმედებები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო

05.12.19 16:40


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის თქმით, მისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიუღია, 2008 წელს „საქართველოს აგრესიულ ქმედებებზე“ რეაგირების საკითხი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე რთული გადაწყვეტილებები არის ის, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყანას ან ხალხს.

„ერთხელ მე მივიღე გადაწყვეტილება საპასუხო მოქმედებების შესახებ საქართველოს მხრიდან აგრესიაზე. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს გახლდათ გარდაუვალი და ერთადერთი გამოსავალი“, - თქვა მან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები