პოლიტიკა

" საქართველოში ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო- დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შესრულდეს" - ლუიზა ვინტონი

05.12.19 17:00


გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლათან დაკავშირებით დადებული დაპირება უნდა შეასრულოს.

„ მმართველი პარტიის მხრიდან გაცემული იქნა დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირების. ჩვენ ველოდებით რომ დაპირება აუცილებლად განხორციელდება“ ,- განაცხადა ვინტონმა.

ვინტონის თქმით, პროპორციული სისტემა საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რაც დადებითი მოვლენაა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ძალადობა საგანგაშო ხდება. „ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სიტუაცია მოგვარდება მოლაპარაკებების გზით“.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები