პოლიტიკა

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

06.12.19 11:15


საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და აურელიო ჩიკოიმ ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს.

მინისტრების შეხვედრა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, კიდევ ერთხელ მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებას, რომელიც მინისტრებმა ეუთოს მინისტერილის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზე ბორელის გადასცეს.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სამომავლო ხედვის ფარგლებში ქვეყნების ინდივიდუალური მისწრაფებებისა და მიღწეული პროგრესის გათვალისწინების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია მეტი ხელშესახები შედეგის მოტანა საზოგადოებისთვის.

დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგას გააცნო საქართველოს ინიციატივები და ხედვები აღმოსვალეთ პარტნირობასთან დაკავშირებით.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, განსაკუთრებით აღნიშნეს მაღალი ვიზიტების ინტენსივობის გაზრდის აუცილებელობა და ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები