პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში გაიაზრებენ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან

06.12.19 13:00


"დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ არის გაერთიანებული და ეს არის არა გადადექი, არამედ, მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება",- ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ოპოზიციური სპექტრი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

"ვუყურებ როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ოპოზიციური სპექტრი. მათ შეძლეს ერთ ოთახში ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის - სამართლიანი არჩევნებისთვის. სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, ეს იყო ერთი სიტყვა - გადადექი. დღეს ოპოზიცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ არის გაერთიანებული და ეს არის არა გადადექი, არამედ, მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან",- აღნიშნა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

მათი განცხადებით, პროტესტი მშვიდობიანი იქნება. მოთხოვნა კი უცვლელია - ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და მოხდეს ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები