პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: დაძაბულობა სიტუაციას ამძაფრებს, კომპრომისები უნდა ვიპოვოთ

06.12.19 13:20


"დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და მშვიდობა",- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, დაძაბულოა სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს და დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და მშვიდობა.

"ამ კონკრეტულ მომენტში აუცილებელია არსებული იდეების განხორციელება, რათა წინ წავიწიოთ. უნდა ვიპოვოთ კომპრომისები.

აბსოლუტურადც დარწმუნებული ვარ, რომ ეს საჭიროა. ჩემთვის ნათელია, რომ ეს დაძაბულობა სიტუაციას უფრო ამძაფრებს. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და მშვიდობა",- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ოპოზიცია აქციებს ქვეყნის მასშტაბით მართავს. დღეს დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები