პოლიტიკა

უკრაინის ელჩი - ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი

06.12.19 13:40


ქართველმა ხალხმა უნდა განიხილოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა "ინტერპრესნიუსს" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განუცხადა.

​როგორც დოლგოვმა საარჩევნო სისტემის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აღნიშნა, დიალოგი არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„ელჩები, დიპლომატები ველოდებით, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. ეს არის ერთადერთი გზა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რათა საქართველო განვითარდეს.

მჯერა ქართველები იპოვიან გამოსავალს. ამიტომ ყველა თქვენი მეგობარი და პარტნიორი ვართ დაინტერესებული განვითარების ამგვარი გზით“, – განაცხადა დოლგოვმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები