პოლიტიკა

"ივანიშვილს გონი არ მოეკითხება, ასეთ ტიტუშკებს თუ გამოგზავნის, ეს სიტუაციას გაამძაფრებს" - გიგი უგულავა

06.12.19 15:00


ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, სადაც ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აღნიშნული ქმედებები გამორიცხული არ იყო, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულ პირებს გონი არ მოეკითხება.

"შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. გონი არ მოეკითხება ივანიშვილს, ასეთ ტიტუშკებს თუ კლიტუშკებს გამოგზავნის, ეს სიტუაციას უფრო გაამძაფრებს. სისულელეა ხუნდაძის შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. თუ ვინმე სადმე მსჯელობს ამ საკითხზე, ეს არის რუსეთი და ივანიშვილის ხუნდაძეები" - აღნიშნა გიგი უგულავამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები