პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს

06.12.19 16:40


ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომელიც მიღებულია და ყველამ პატივი უნდა სცეს მიღებულ კონსტიტუციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს მმართველ გუნდს კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი არ აქვს.

“ორივე სისტემა დემოკრატიულია, როგორც გერმანული, ასევე პროპორციული. კი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს მცდელობა, რომ ეს შერეული სისტემა წარმოადგინონ თითქოს არადემოკრატიულია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დემოკრატიული მოდელი. დემოკრატიულია ასევე სრულად მაჟორიტარული და მხოლოდ პროპორციული. დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება განხორციელდეს. გუნდში არიან ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულზე, თუმცა არიან ადამიანები ვინც ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვაქვს ცვლილებები, რომელიც მიღებულია და ყველამ პატივი უნდა სცეს მიღებულ კონსტიტუციას“, – განაცხადა კალაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები