პოლიტიკა

პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

06.12.19 17:00


დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

„საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: სლოვენიის, უგანდის, ტანზანიის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, მექსიკის, ინდოეთის, შრილანკის არარეზიდენტმა ელჩმა გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩებისთვის მიღება გამართა და დიპლომატებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები