პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა

06.12.19 18:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროლსავ ლაიჩაკთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კოლეგას ბრატისლავაში მასპინძლობისა და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორგანიზაციისთვის მთავარ გამოწვევაზე, რაც ეუთოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ შემაშფოთებელ ვითარებას, საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს, რაც მიუღებელია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის და იმედი გამოითქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში იქნება გათავისუფლებული.

აღსანიშნავია, რომ ქართულ მხარეს მომხდარის შემდეგ მუდმივი კომუნიკაცია აქვს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ეუთო-ს სლოვაკეთის თავმჯდომარეობა და მათ შორის ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები