პოლიტიკა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა

09.12.19 10:00


ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი საკონსულო მომსახურების ცენტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოინახულა.

მათივე ინფორმაციით, ცენტრი აღჭურვილია საკონსულო მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკით. ე.წ. ფრონტ-ოფისს ერთდროულად ორი მოქალაქის მიღება შეუძლია.

საკონსულო ცენტრში დაცულია უსაფრთხოების საჭირო სტანდარტები.

მოსაცდელი და მისაღები სივრცე მორგებულია მოქალაქეთა საჭირო მოთხოვნებს.

როგორც ცენტრის მონახულებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფოს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გააუმჯობესოს ადგილზე მოქალაქეთა მომსახურება.

"სწორედ ამიტომ საგარეო უწყება გადადის საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრების შემოღებაზე, რაც ეტაპობრივად ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დამკვიდრდება", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საკონსულო ცენტრის მონახულებისას მინისტრმა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები