პოლიტიკა

ელიზაბეთ რუდი: აშშ მოხარულია, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიების დისკუსიებში მხარდამჭერ როლს ასრულებს

09.12.19 11:00


აშშ მოხარულია, რომ ასრულებს მხარდამჭერ როლს მმართველი და ოპოზიციური პარტიების დისკუსიებში და ვიმედოვნებ, რომ დღევანდელ შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე განაცხადა.

“გასულ კვირას მმართველი და ოპოზიციური პარტიები შეხვდნენ დიალოგის დასაწყებად, ნდობის აღდგენისა და საუკეთესო გზით განსაზღვრის მიზნით, რათა 2020 საპარლამენტო არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი გახდეს საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. ამ საღამოს ისინი განაგრძობენ დისკუსიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. აშშ მოხარულია, რომ ასრულებს მხარდამჭერ როლს და ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება“,- განაცხადა რუდმა.

სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა იმართება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები