პოლიტიკა

პეტრას ასტრევოჩუსი: პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ

09.12.19 11:45


ევროპარლამენტარმა პეტრას ასტრევოჩუსმა, ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.

პეტრას ასტრევოჩუსმა, პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა.

“საქართველოში ამჟამად არსებული ვითარებით ძალიან შეშფოთებული ვართ. ამ პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ. ვაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ხმას ამასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, იყოს პასუხისმგებლიანი და ღია პარტნიორი მოლაპარაკების პროცესში. ეს კრიზისი დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ კოალიციას გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რაც ეხება არჩევნებს. რეკომენდაცია ჩემგან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომხსენებლისგან, დემოკრატიულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით – არჩევნები ეს დემოკრატიული კრიტერიუმია, როგორც ფუნდამენტური პირობა ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის. მათ, ვისაც არ ესმის დემოკრატიული კრიტერიუმის მნიშვნელობა, ისინი ცდებიან. მსგავსი ვითარება ორი წლის წინ გვქონდა მოლდოვაში და არ მინდა, საქართველო ვიხილო იმ ვითარებაში, როდესაც ვერ ასრულებს მას. სწორედ ამიტომ ჩვენი გზავნილი მტკიცეა და ველით, რომ დიალოგი შედეგს მოიტანს“, – განაცხადა პეტრას ასტრევოჩუსმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები