პოლიტიკა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან

09.12.19 12:00


პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია წერს.

მისი ინფორმაციით, კენჭისყრა 11 დეკემბერს 09:30 საათზე გაიმართება.

"კიდევ ერთი უხეში დარღვევა პარლამენტის რეგლამენტის და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე :შაბათს , ანუ გუშინ გვიან იურიდიულმა კომიტეტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კენჭისყრა, რომელიც 11 დეკემბერს, 9.30 სთ ჩატარდება", - წერს სოციალურ ქსელში ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 20 კაციანი სია გაუგზავნა. კანდიდატების მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართა. ამ 20 კაციანი სიიდან ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაზა თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის შესარჩევად სხდომა გამართა, სადაც 10 ხმით ვასილ როინიშვილი აირჩიეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები