პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობისთვის რთულია, როდესაც აზრები გაყოფილია

09.12.19 12:40


„საპარლამენტო უმრავლეობისთვის რთულია, როდესაც აზრებია გაყოფილი. ეს აისახება საპარლამენტო პროცესზეც“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზი მიზანია, მმართველ გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია ამოიწუროს.

„უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ უმრავლესობის სხდომებს, რამდენიც საჭირო იქნება. აუცილებლად ამ დისკუსიას ამოვწურავთ და შევთანხმდებით ერთ საკითხზე.

2024 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ასახულია უკვე. ჩვენი გუნდის ნაწილს ინიციატივა ჰქონდა ე.წ. ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოდელი ვერ იქნება მიღებული“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, მათი ინიციატივა არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს. საარჩევნო სისტემის შეცვლას კი, საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ორპალატიანი სისტემა კი, ქვეყნის პოლიტიკურ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები