პოლიტიკა

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორი ლევან სურგულაძე ადასტურებს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

09.12.19 13:20


„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. მან შესაბამისი განცხადება დღეს „საპენსიო სააგენტოს“ სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

"სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა.

სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები,"-განაცხადა სურგულაძემ.

ლევან სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად იმას ასახელებს, რომ მას სხვა გეგმები აქვს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

"ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში მოახერხა რეფორმის წარმატებული იმპლემენტაცია. მე ყოველთვის გამოწვევებზე ვიყავი ორიენტირებული, ეს გამოწვევა ახლა გადალახულია. მაქვს გეგმები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ," - აცხადებს სურგულაძე.

ცნობისთვის, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. ის ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადითაა დამტკიცებული.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები