საზოგადოება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართება

09.12.19 14:20


საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ექსპერტთა მორიგი შეხვედრა, წლის ბოლომდე თბილისში, გაიმართება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, "მოხდება არა მხოლოდ ბოლო დროს ჩატარებული დაკვირვებისა და კვლევების შედეგების განხილვა, არამედ რამდენიმე საარქივო მასალის ხელახლა გადახედვა."

”როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანისა სა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 2/3-თან დაკავშირებით, საზღვრის 1/3 კი ჯერ არ არის განსაზღვრული. არსებობს გარკვეული უთანხმოება, რის გამოც საჭიროა ზოგიერთი დოკუმენტი ხელახლა გადაიხედოს.

ექსპერტები შეხვედრებს დატვირთულ რეჟიმში ატარებენ, რომელთაგან უკანასკნელი ორი თვის წინ შედგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ექსპერტთა შეხვედრები, რათა განვიხილოთ ის პუნქტები, რომლებიც წინ შეხვედრებზე გაურკვეველი იყო”- განაცხადა ხალაფ ხალაფოვმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები