პოლიტიკა

ნათია თურნავა – საპენსიო რეფორმის წარმატება არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული

09.12.19 15:40


„ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე საპენსიო რეფორმა დამოკიდებული არ არის იმიტომ, რომ რეფორმა არის ძალიან კარგად და მკაცრად რეგლამენტირებული კანონმდებლობით და ის ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია,” – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აისახება საპენსიო რეფორმაზე საპენსიო ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელის გადადგომა.

მინისტრის განცხადებით, საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი წარმატებული პროცესია, რომელიც კანონმდებლობითაა გარანტირებული.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები