პოლიტიკა

გიორგი გახარია - ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები

09.12.19 16:00


ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ყველა სახელმწიფო უწყება მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალურად ბევრი ახალი სამუშაო ადგილი.

„დღეს გვქონდა ანგარიში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა საჯარო ფინანსების მართვა. საჯარო ფინანსების მართვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი როგორც ბიუროკრატიის ხარისხის, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, რომელზეც ბევრი ისაუბრა დღეს მინისტრმა და რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი შემადგენელი მდგენელებია ეს ფაქტორები.

აშკარად ჩანს, რომ მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს როგორც მართვის ნაწილში, ასევე რისკების მართვის ნაწილში, ასევე ვალის მართვის, ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს თავისი მუშაობა და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება კიდევაც ეკონომიკაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს ცნობილი გახდა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ძირითადად კი რეინვესტირების ნაწილში, დაფიქსირდა ზრდა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები