პოლიტიკა
09.12.19 16:40
სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო, რომ თარიღი შეეცვალა საარჩევნო ცვლილებისთვის და 2024 წლიდან 2020 წლისთვის გადმოეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მუშაობს ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე, რათა არჩევნების წესები გაუმჯობესდეს.
„ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ გადასულიყო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლისთვის. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში იყო მანამდე, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო, რომ თარიღი შეეცვალა საარჩევნო ცვლილებისათვის და 2024 წლიდან 2020 წლამდე გადმოეტანა ეს. თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ორი მიზეზის გამო – მუდმივად გვაქვს მოლაპარაკებები პოლიტიკურ ოპოზიციასთან იმისთვის, რომ მოვემზადოთ ყველანი კარგად 2020 წლის არჩევნებისათვის და მეორეც, ჩვენ ვმუშაობთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე, რათა არჩევნების წესები გაუმჯობესდეს“,- განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, იმ ღირებულებებსა და პრინციპებში, რომელსაც ევროპა იცავს, საქართველოს წვლილი აღსანიშნავია.
თალაკვაძის თქმით, 2017-2018 წლებში კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ხელს უწყობს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას.
„ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს ჩვენი წვლილი ღირებულებებსა და პრინციპებში, რომელსაც ასე იცავს ევროპა. ამ კუთხით, თქვენ კარგად იცით, რომ განხორციელდა ცვლილებები კონსტიტუციურ რეფორმაში 2017-2018 წლებში, რომელიც ვენეციის კომისიამ ამგვარად შეაფასა-ეს გახლავთ დასრულება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციისა, საპარლამენტო სისტემის განმტკიცების კუთხით და წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს. ეს არის საქართველოს სახელმწიფო წყობის განმტკიცება. ხელს უწყობს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას. ეს კონსტიტუცია ამყარებს ჩვენს ძალიან ძლიერ მისწრაფებას ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მკაფიოდ აყალიბებს და ამბობს, რომ ინტეგრაცია ევროპაში ევროკავშირსა და ნატო-ში არის საქართველოს საგარეო პოლიტიკაში უმაღლესი პრიორიტეტი“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24